აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი თანამდებობიდან გადააყენეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს. "ნაციონალური მოძრაობის" 8 ხმას კი "ქართული ოცნების" წევრების: ჯემალ ფუტკარაძის, სვეტლანა კუდბასა და უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ გასული მედეა ვასაძის ხმები დაემატა.

თანამდებობებიდან გადაყენებული დეპუტატები მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" რევანშს უწოდებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს არის ერთდღიანი გამარჯვება. "ნაციონალური მოძრაობა" კი აცხადებს, რომ ეს არ არის რევანში და მათ სურთ სასიკეთო ცვლილებები აჭარის უმაღლეს საბჭოში.

მანამდე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი გადააყანეს. მისი გადაყენების საკითხს ასევე 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.