აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი გადააყანეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი გადააყანეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი გადააყანეს. მისი გადაყენების საკითხს 11-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის იყვნენ "ქართული ოცნების" წევრები ჯემალ ფუტკარაძე და სვეტლანა კუდბა, ასევე, უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ გასული მედეა ვასაძე.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "თავისუფალ დემოკრატებს". ამ წუთებში კი აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ვიცესპიკერის, დავით ბაციკაძის გადაყენების საკითხი განიხილება.