ზაზა პაპუაშვილი უმცირესობას - დაიღუპეთ უკრაინაში გმირულად, უკრაინელი ხალხიც გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს

ზაზა პაპუაშვილი უმცირესობას - დაიღუპეთ უკრაინაში გმირულად, უკრაინელი ხალხიც გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს

რატომ ინიშნებით უკრაინაში თანამდებობებზე?! - წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს, – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართა.

ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ უმცირესობის კრიტიკა პაპაუშვილმა სპეკულაციად შეაფსა.

"რუსეთს მთელი მსოფლიო ვერ აჩერებს. საოცარი კატაკლიზმები ხდება. ეს უბედურება ვერანაირად ვერ ჩერდება. ზესახელმწიფოები, რომელთაც ჩვენზე მეტი ფული და შეიარაღება აქვთ, რატომ არ ერთვებიან ამ ბრძოლაში?! სად ერეკებით საქართველოს, რა უნდა გავაკეთოთ?! დღენახევრის წინ ომდამთავრებულმა ხალხმა რა უნდა ვილაპარაკოთ?! მე რა გამაჩნია, რით უნდა დავეხმარო?! - ჩვენი მთავარი ვალია, ქვეყანა, სახელმწიფო არ ჩამოიშალოს და რამენაირად გადავრჩეთ. ძალიან პლასტიური უნდა იყოს ჩვენი დიპლომატია – ახლა ყველაფერი დიპლომატიაზე დგას და არა იარაღის ჟღარუნზე", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.