უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქის ქალაქი ჩერნუხინო დატოვა, ქალაქში პრორუსი მებრძოლები გამაგრდნენ. ამის შესახებ, "უნიანის" ცნობით, ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
ჩერნუხინოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. უკრაინული მხარე ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ. ბოლო ერთი თვეა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა სოციალური დახმარებისა და ხელფასების აღებასაც ვეღარ ახერხებდა.