საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად.
როგორც გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უმცირესობა მზადაა კონკრეტული გეგმა შესთავაზოს საპარლამენტო უმრავლესობას და ხელისუფლებას მსგავსი სიტუაციიდან გამოსასვლელად.
,,პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის აღმასრულებელი ხელსუფლების ზედამხედველობა და კონტროლი. განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში და ამაზე მეტი კრიტიკული რა უნდა იყოს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით გვაქვს. ჩვენი მოსაზრებაა, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი ძალიან აქტიურად იყოს ჩართული და განგაშის ზარი შემოკრას, რადგან ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეს. ჩვენ შევთავაზეთ უმრავლესობას გარდა კონსულტაციებისა, თანამშრომლობა იმ მარტივი მიზეზით, რომ კონკრეტული გეგმა გვაქვს, როგორ შეიძლება ამას ეშველოს. რა თქმა უნდა, უმრავლესობა და ხელისუფლება ოდნავ მაინც თუ ფიქრობს ხალხზე და ფინანსურ პრობლემებზე, რომელიც მოქალაქეებს აქვთ, ამით უნდა იყოს დაკავებული", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.