კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი სიბაშვილმა თელავის რაინული სასამართლოს ეზოში ხელბორკილები დაიდო. სიბაშვილმა ამ ფორმით, დღეისთვის ჩანიშნულ პროცესზე პროკურორის გამოუცხადებლობა გააპროტესტა.
გიორგი ლილუაშვილი სიბაშვილის სასამართლო პროცესზე უკვე მერვედ არ გამოცხადდა, გამოუცხადებლობის მიზეზად კი პროკურორის ტრენინგზე ყოფნა დასახელდა.
გიორგი სიბაშვილი პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და მთავარ პროკურატურას საქმის პროკურორის შეცვლას თხოვს.
"იმ მტკიცებულებებით, რაც საქმეშია, ვერ ვიქნები პატიმარი. ბორკილები, რომელიც ხელში მიჭირავს, შემიძლია მხოლოდ მე დავიდო და მოვიხსნა, თქვენ ამას ვერ შეძლებთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო სასამართლოს უნდა მისცეთ მართლმსაჯულების აღსრულების უფლება",- განაცხადა სასამართლოს ეზოში სიბაშვილმა.
კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის მომდევნო პროცესი 2 მარტისთვის დაინიშნა.