დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე რუსეთის ვეტოს დაძლევა შესაძლებელია

დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე რუსეთის ვეტოს დაძლევა შესაძლებელია

დონბასში გაერო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით რუსეთის ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, - ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა, იური სერგეევმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ უკვე დაიწყო კონსულტაციები გაერო-ს წარმომადგენლებთან დონეცკსა და ლუგანსკში სამშვიდობო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო რამდენიმე დღის წინ გამოვიდა.

რუსეთის წარმომადგენლები უკრაინის მხრიდან მსგავსი წინადადებებით გამოსვლას ეჭვის თვალით უყურებენ. სწორედ ამიტომაც მოსალოდნელია, რომ რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივას ვეტო დაადოს.