რუსული მედია - დონბასში რუსეთმა ჰუმანიტარული კოლონა გააგზავნა

რუსული მედია - დონბასში რუსეთმა ჰუმანიტარული კოლონა გააგზავნა

დონბასში რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მორიგი კოლონა გაგზავნა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელ, ოლეგ ვორონოვზე დაყრდნობით იტყობინება. 

ინფორმაციის თანახმად, კოლონა 30 სატვირთო მანქანისგან შედგება, რომელიც 200 ტონა ჰუმანიტარული ტვირთითაა სავსე. რუსული მხარის განცხადებით, დახმარებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობას გაუნაწილებენ. 

მსგავსი ჰუმანიტარული დახმარების კოლონა რუსეთმა უკვე 14-ჯერ გაგზავნა კიევთან შეთანხმების გარეშე. უფრო მეტიც, საზღვარზე უკრაინულ მხარეს ავტოკოლონების შემოწმების უფლებას არ აძლევდნენ.