დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კრემლის განწყობა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არასწორად შეაფასეს, - ამის შესახებ ბრიტანეთის ლორდთა პალატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დასკვნაშია აღნიშნული.
ბრიტანელი კანონმდებლების შეფასებით, ევროპა კრიზისის მოგვარებას აქტიურად არ ცდილობს, ევროკავშირს კი არ აქვს გააზრებული რუსეთის მტრული გეგმები, ხოლო ბრიტანეთი ხელშესახებ ქმედებებს არ დგამს ვითარების მოსაგვარებლად.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპა მოსკოვთან მიმართებაში დიდი ხნის განმავლობაში ოპტიმისტურად იყო განწყობილი, რომ რუსეთს დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბება სურდა.
"ამიტომაც 2013 წელს, როდესაც უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა, არავინ იფიქრებდა, რომ რუსეთი ამას საფრთხედ და მტრობად შეაფასებდა", - წერია ლორდთა პალატის დასკვნაში.