"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო უმრავლესობას ლარის კურსთან დაკავშირებით ერთობლივი მსჯელობისკენ მოუწოდებს.
საპარლამენტო უმცირესობა და მისი ლიდერი დავით ბაქარაძე ხელისუფლებას მოუწოდებენ, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "ნაციონალურ მოძრაობის" მიერ შეთავაზებული გეგმის შესრულებისკენ.
"მოვუწოდებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ხვალ ქუთაისში გვაქვს პარლამენტის პლენარული სხოდმა. მე მზად ვარ, ნებისმიერ წუთს, ხვალ, უმრავლესობის თანხხმობის შემთხვევაში, ერთად დავსხდეთ და გავიაროთ ეს გეგმა. როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე დეპუტატებმა, ვისაუბროთ, არა აბსტრაქტულ თემებსა და ფეხბურთის თამაშზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. ნებისმიერ წუთში, თუ კი უმრავლესობა იქნება თანახმა, მზად ვართ, დავსხდეთ ყოველგვარი პარტიულობის დავიწყებით და ვისაუბროთ ამ გეგმაზე. დღეს მთავარია , თუ რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში, რადგან თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, ოცნებაც და დავბრუნდებით 90-იან წლებს. ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია და არ უნდა, ეს რეალობა ბოლომდე გაიაზროს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საპრლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, შეშფოთებულია ლარის კურსისი მატებით, რაც ნიშნავს დაკლებულ ხელფასებს, დაკლებულ პენსიებს, გაძვირებულ კრედიტებს, გაძვირებულ გადასახადებს.
"ეს არის ამ პროცესის ერთი და ძალიან ცუდი მხარე, თუმცა, ასევე მეორე ცუდი მხარეა ის დამოკიდებულება, რასაც მთავრობა ამჟაღვანებს იგივე პროცესისის მიმართ. ჩვენ ვხედვათ, რომ ყველგან ეძებენ დამნაშავეს გარდა საკუთარი უმოქმედობისა და ცდილობენ, ყველაფერი უცხოეთში მიმდინარე პროცესებს გადააბრალონ, მაშინ, როცა საზღვარგარეთ მიმდინარე პროცესებს ძალიან მცირე წვლილი აქვს ლარის გაუფასურებაში. ჩვენ ვხედავთ პარლამენტს, სადაც ვიმსჯელეთ უამრავ საკითხზე, მაგრამ არ გვიმსჯელია მთავარზე, რაც აწუხებს დღევანდელ მოსახლეობას - რა მოვუხერხოთ ლარს, როგორ გავაჩეროთ ლარის ვარდნა და როგორ დავეხმაროთ ხალხს", - განაცხადა ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს მიჩანია, რომ მთავრობაც და პარლამენტიც ფეხზე უნდა იდგეს და ამ პრობლემის გადასაჭრელად ყველაფერს უნდა აკეთებდეს.
"უნდა საუბრობდეთ არა რაღაც კანონებზე, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სიტუაციაში, მთავარია ლარის სტაბილურობა და ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარება. მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, ეს არის ის თემა, სადაც მე და ჩემი გუნდი არასდროს ვისაუბრებთ ნიშნის მოგებით, რადგან ასე საუბარი არ შეიძლება შენი ხალხის გაჭირვებაზე. ეს არის ის თემა, სადაც ჩვენ ხელსუფლებას ვთავაზობთ გეგმას, რომელიც მათ საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო არ აქვთ. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულად, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ ეს კრიზისი მოგვარდეს და ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიდეთ", - აცხადებს ბაქრაძე.
დავით ბაქარაძის კომენტარს "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.