უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალურად მოახსენეს, რომ ქალაქ დებალცევოდან ბოლო უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეც გამოვიდა. "უნიანი"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ დაწერა.
"მე ბოლო გამოვედი ქალაქიდან და ვაკონტროლებდი ჩვენი ჯარების დებალცევოდან ორგანიზებული გამოსვლის პროცესს", - განაცხადა პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში შტაბ "სექტორ ცე"-ს ხელმძღვანელმა.
ცეგოლკოს თქმით, პრეზიდენტმა პოლკოვნიკს მამაცობისა და გმირობისთვის მადლობის სათქმელად დაურეკა.