კომპანიას მთავრობის განკარგულებით ბორჯომში, რუსთაველის N81-ში მდებარე მიწის ორი ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა
სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობით არაუმეტეს სამი წლის ვადაში კომპანია შექმნის არანაკლებ ორმოცნომრიან სასტუმროს, სადაც 40 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განსახორციელებლად კომპანია ვალდებულია განახორციელოს 2 000 000 ლარის ინვესტიცია.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ გამოცოცხლებაში, მომსახურების ახალი სერვისების დანერგვასა და განვითარებაში.