სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში“ ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“ სახელმწიფოსგან ერთ ლარად მიიღებს ქალაქ თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში, ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარე 30 394 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს. სანაცვლოდ კომპანია ვალდებულია განახორციელოს 2 602 524 ლარის ინვესტიცია, გადაცემულ ქონებაზე ორი წლის განმავლობაში შექმნას ცხოველების, ფრინველების და თევზების საკვების საწარმო და დაასაქმოს 25-მდე ადამიანი. კომპანია 8 000 ტონა ტონა პროდუქციის წარმოებასა და მის რეალიზაციას ექსპორტზე გეგმავს.
საქართველოს მთავრობა ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელს უწყობს დაინტერესებულ მეწარმეებს, რომ მათ დააფუძნონ ახალი საწარმოები, განავითარონ ადგილობრივი წარმოება და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. წარმოდგენილი პროექტი ადგილობრივ ბაზარზე გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების რაოდენობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც დადებითად აისახება რეგიონში ეკონომიკური პროცესების განვითარებაზე.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სააქციო კომპანია დიზონ ლიმითედი-ს წარმომადგენლობას საქართველოში“ სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა ქ. ბორჯომში, რუსთაველის ქუჩა N81-ში მდებარე ორი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა ნაგებობები. სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობით არაუმეტეს სამი წლის ვადაში კომპანია შექმნის არანაკლებ ორმოც ნომრიან სასტუმროს, სადაც 40 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განსახორციელებლად კომპანია ვალდებულია განახორციელოს 2 000 000 ლარის ინვესტიცია.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაა. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკურ გამოცოცხლებაში, მომსახურების ახალი სერვისების დანერგვასა და განვითარებაში.