"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმებს გეგმავენ

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები თურქეთში, კერძოდ ანკარასა და სტამბოლში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმებს გეგმავენ. ამის შესახებ "როიტერი" თურქულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას დაახლოებით 3000 ექსტრემისტი ცდილობს. მათგან ნაწილმა უკვე მოახერხა თურქეთში სამხრეთ საზღვრიდან შეღწევა. თუმცა, ქვეყნის სადაზვერვო სამსახური მათ ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ სირიელი ექსტრემისტები ბულგარეთის გავლით ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას და იქ თავდასხმების განხორციელებას გეგმავენ.