კიევში

კიევში "მანდარინების" ჩვენება გაიმართა

უკრაინაში საქართველოსა და ესტონეთის საელჩოების ორგანიზებით და უკრაინის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქ. კიევის კულტურის ცენტრ "კიევში" "ოსკარის" პრემიაზე წარდგენილი, ესტონურ-ქართული ფილმის, "მანდარინების" ჩვენება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უმაღლესი რადას, მინისტრთა კაბინეტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები.

ფილმის ჩვენების წინ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა - უკრაინის კულტურის მინისტრმა ვიაჩესლავ კირილენკომ, ესტონეთის ელჩმა სულევ კანნიკემ და საქართველოს ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ.

პრეზენტაციის წინ გამართულ მიღებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული და ესტონური სასმელები და მანდარინები.