პარლამენტში ფრაქცია

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა დასრულდა

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ჰქონდათ მარეგულირებელი კომისიის კანდიდატებზე და შესაძლოა კანდიდატების დამტკიცებასთან დაკავშირებით დღევანდელი კენჭისყრა გადაიდოს.

"ჯერჯერობით კენჭისყრები არ ყოფილა. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო გარკვეულად ერთმანეთთან საუბრის და თათბირის. წესით ეს კენჭისყრები დღეს უნდა ჩატარდეს, მაგრამ შესაძლოა გადაიდოს. მე პირადად მირჩევნია, რომ აღნიშნული საკითხი გადაიდოს", - აღნიშნა საგანელიძემ.

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.