საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

ქუთაისში, პარლამენტში უმრავლესობის სხდომა დახურულ კარს მიღმა ხმაურით მიმდინარეობს. თუ რა საკითხებზე მსჯელობენ დეპუტატები, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სხდომაზე კომუნიკაციების მარეგულირებული კომისიაში წევრების არჩევის საკითხს განიხლავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ცხრა კანდიდატურა შესთავაზა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები პარლამენტს დღეს გიორგი კვერენჩხილაძემ გააცნო.