"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გაწვეულია. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადება პარლამენტს დავით უსუფაშვილმა გააცნო. უმრავლესობის გადაწყვეტილებას პარლამენტი ცნობად იღებს.
ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. "ქართული ოცნება" აბაშიძის ჩანაცვლებას გუბაზ სანიკიძით აპირებს.
დავით უსუფაშვილმა ზურაბ აბაშიძეს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუცხადა და წარმატებები უსურვა.