სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების გაფორმებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, - ეს განცხადება სააგენტო "რესის" ცნობით, ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა გააკეთა.
"რუსეთი სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" , - განაცხადა თიბილოვმა.
მისივე თქმით, რუსეთის ფედერაცია მზადაა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოსთან ე.წ საზღვრის ტექნიკური აღჭურვილობა უზრუნველყოს.
"რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების გაუქმება აჩენს საჭიროებას გაძლიერდეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი საქართველოსთან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა 365 კილომეტრის სიგრძის საზღვარი აღიჭურვოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ლეონიდ თიბილოვმა.
ე.წ.სახელმწიფო საზღვრის შესახებ რუსეთსა და ცხინვალს შორის შეთანხმებას გუშინ მოსკოვში მოეწერა ხელი.