თენგიზ შერგელაშვილის მტკიცებით, მინისტრი შავლიაშვილი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას

თენგიზ შერგელაშვილის მტკიცებით, მინისტრი შავლიაშვილი ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის მტკიცებით, მინისტრი დავით შავლიაშვილი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას. 
მთავრობის დღევანდელი სხდომის მიმდინარეობასას ჟურნალისტები დაინტერესდნენ, "სად იმყოფება და რატომ არ ჩანს რეგიონული განვითარების მინისტრი". 

"ბატონი დავით შავლიაშვილი საქმიანობს, უბრალოდ დღეს ვერ მოახერხა მოსვლა",- აღნიშნა შერგელაშვილმა. 

რაც შეეხება შავლიაშვილის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას, შერგელაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და არც არაფერი იგეგმება.