საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩია. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის პოსტს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, კონსერვატორი პროკოპის პავლოპულოსი დაიკავებს. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" იტყობინება.
საბერძნეთში პრეზიდენტი მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციას ასრულებს. თუმცა, იმის გამო, რომ გასულ თვეს პარლამენტმა ვერ შეძლო ერთხმად პრეზიდენტის არჩევა, საჭირო გახდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა.