გიორგი გოგაძე - გარკვეული დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პროკურატურას პარლამენტისთვის არ მიუმართავს

გიორგი გოგაძე - გარკვეული დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პროკურატურას პარლამენტისთვის არ მიუმართავს

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ გარკვეული დეპუტატებისთვის მანდატის შეჩერების მოთხოვნით პროკურატურას პარლამენტისთვის ამ ეტაპზე არ მიუმართავს. როგორც ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ განაცხადა, მსგავსი საკითხი დღის წესრიგში, როგორც კი ჩნდება, პროკურატურა მყისიერად მოქმედებს. 

კერძოდ, მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ პროკურატურა რამდენიმე დეპუტატის, მათ შორის გიორგი გვარამიძისთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტისათვის მიმართვის გაგზავნას აპირებს. 

"პროკურატურას პარლამენტისთვის არავის იმუნიტეტის მოხსნაზე არ მიუმართავს. დღის წესრიგში როგორც კი ჩნდება ასეთი საკითხი, პროკურატურა იმ წუთში მოქმედებს და ამის შესახებ თქვენც გაიგებთ", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.