რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს - ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, მაიკლ ფალონმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე ზეწოლის მოხდენას. როგორც ბრიტანელი მინისტრი აცხადებს, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის მსგავსად ვითარების დესტაბილიზაცია ბალტიისპირეთის რეგიონშიც დაიწყოს.