პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე მოხარულია, რომ „ქართული ოცნება“ ერთ საკითხზე მაინც შეთანხმდა. ასე ეხმაურება ვიცე სპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზურაბ აბაშიძე. დეპუტატის თქმითქვეყანაში მთელი რიგი პრობლემებია და ხელისუფლებას ურჩევნია მათ მოგვარებაზე იზრუნოს.
„ოპოზიციაში „თავისუფალი დემოკრატები“ ოქტომბრიდან ვართ და მათ შეუძლიათ, ჩემი პოსტიდან გადაყენება ძველი რიცხვით გააფორმონ. ჩვენ ვიქნებით პარლამენტში და ბრძოლას გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას. ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემცვლელი, მას ვიცე-სპიკერის პოსტი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. მართალი რომ ვთქვა, ძალიან მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ ერთ საკითხზე, რაღაცაზე მაინც შეთანხმდა“, - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.