კახა გოგოლაშვილის აზრით,ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი ფაქტობრივად რუსეთთან გაერთიანდა

კახა გოგოლაშვილის აზრით,ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი ფაქტობრივად რუსეთთან გაერთიანდა

საქართველოს ხელისუფლებას აბაშძე კარასინის ფორმატის გაუქმებას ურჩევენ და დღეს ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს ანექსიად აფასებენ ქართველი ექსპერტები. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოკუპირებული სამხრეთი ოსეთი რუსეთთან გაერთიანდა.

"შეიძლება ვთქვათ, რომ სამხედრო, პოლიტიკური, განათლება, უშიშროება, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, ეს სფეროები სრულად ინტეგრირებულია რუსეთთან და რაღა დარჩა სამხრეთ ოსეთს, როგორც კვაზისახელმწიფოს, ჩვენ აღარ ვიცით," - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.