ადვოკატის ინფორმაციით, ევროსასამართლომ გიგი უგულავას აპლიკაცია წარმოებაში მიიღო

ადვოკატის ინფორმაციით, ევროსასამართლომ გიგი უგულავას აპლიკაცია წარმოებაში მიიღო

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო გიგი უგულავას აპლიკაცია, სადაც პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე უგულავას ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, აპლიკაციას მიენიჭა ნომერი, ხოლო საჩივარში საუბარია იმ ფაქტზეც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიმართ ბრალის წარდგენის შემდეგ, წინასწარი პატიმრობის გამოყენებას სისტემური ხასიათი აქვს.