იანუკოვიჩის დროს უფრო მეტი სიტყვის თავისუფლება იყო, ვიდრე პოროშენკოს ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ "რადიკალური პარტიის" ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა.
"რადიკალური პარტიის" ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტი სავიკ შუსტერის შოუს ცენზურის გამო დახურვაში დაადანაშაულა.
"ტელეარხ 24"-მა Шустер live-ის სამომავლო ტრანსლაციაზე უარი განაცხადა. ხელმძღვანელობამ თავისი გადაწყვეტილება საკუთარი წარმოების პროექტების შექმნის აუცილებლობით ახსნა. სინამდვილეში, ჩემი ინფორმაციით, ნაციონალური საბჭო არხს ლიცენზიის ჩამორთმევით დაემუქრა, თუ ის უარს არ იტყვის შუსტერის შოუს ტრანსლირებაზე. შესაბამისი მითითება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა. ადრე ადმინისტრაციის ზეწოლის გამო, შუსტერის ტრანსლირებაზე უარი განაცხადეს "ინტერმა" და "უკრაინამ", რომლებთანაც ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამას ჰქვია ცენზურა", - წელს ლიაშკო.
სავიკ შუსტერის შოუ ტელეარხ 24-ის ეთერში 20 თებერვლიდან აღარ გავა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ტელევიზია ლვოვის მერთან, პარტია Самопомич-ის ლიდერ ანდრეი სადოვისთან არის დაკავშირებული. 9 თებერვალს თავად სავიკ შუსტერმა განაცხადა, რომ Шустер live-ის ტელეეთერებიდან გაქრობაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელი ურევია.