უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში გაემგზავრა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გავრცელებული ცნობით, საღამოს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ.
უკრაინის არმია დონბასიდან საკუთარი სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ იუწყება, პრორუსი მებრძოლები კი აცხადებენ, რომ უკრაინელი სამხედროები მინსკის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, ბრძოლას კვლავ აგრძელებენ.