პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა

პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო გვენეტაძე პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. საკითხი ბიუროს დღევანდელ სხდომაზეც განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, კომიტეტებს ერთი კვირის ვადა აქვთ, რომ ნინო გვენეტაძეს მოუსმინონ, მაგრამ სასურველია საკითხის განხილვა მიმდინარე კვირაში მოხდეს.