საპარლამენტო უმრვალეობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, ვიცე სპიკერის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის ნაცვლად სხვადასხვა კანდიდატურა განიხილება, მათ შორის - გუბაზ სანიკიძის.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კოალიციის პოლიტსაბჭოზეც იყო.
"ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გვქონდა მსჯელობა კოალიციის პოლიტსაბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი უდნა დადგეს. რეალობაა, რომ უმრავლესსობას აქვს თავისი კვოტები, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად უნდა აითვისოს და გამოიყენოს. უმრავლესობაში არ გვქონია ამაზე ჯერ საუბარი. ამ დღეებში, შეიძლება დღესაც გვქოდეს უმრავლესობის სხდომა და მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, საკითხი დადგება. ბატონ ზურაბ აბაშიძის გაწვევის თემა უმრავლეობის გადასაწყვეტია", - -განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებტან