რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულება

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელშეკრულება "კრიზისის დარეგულირებას არ ეხმარება"

ასეთი ხელშეკრულება კრიზისის დარეგულირებას არ ეხმარება, - ასეთი კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს. ხელშეკრულებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ასევე შესაძლო ხელშეურულებას ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის. ერთადერთი განცხადება ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ის, რომ ასეთი ხელშეკრულება კრიზისის დარეგულირებას არ ეხმარება", - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.