უკრაინის არმია ქალაქ დებალცევოს ტოვებს, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, მოხალისეთა ბატალიონ "დონბასის" მეთაური სემიონ სემენჩენკო იტყობინება.
"დებალცევოდან ჯარების გაყვანა გეგმისამებრ ორგანიზებულად მიმდინარეობს. ინფორმაცია თითქოს ჩვენ სოფელ ლოგვინოვოს ვაკონტროლებთ იყო ზღაპარი და დარჩება ზღაპრად. დებალცევო-არტემოვკსის გზას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ სწორედ ლოგვინოვოს გამო", - წერს სემენჩენკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
მისივე ცნობით, პრორუსი მებრძოლები ცდილობენ გზების გადაკეტვას და უკრაინის არმიის გაყვანის პროცესს ხელს უშლიან.