"ბოევიკებმა" აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დებალცევოში დამატებითი სარეზერვო ძალები გადაისროლეს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტიმჩუკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"სტახანოვში, სადაც ადრე რუსი მებრძოლების და სეპარტატისტების შეიარაღების დიდი ნაწილი იყო განთავსებული, ახლა მაქსიმუმ 300 მებრძოლი და მცირე რაოდენობის სამხედრო ტექნიკაა დარჩენილი. ყველა სხვა რესურსი დებალცევოში გაგზავნეს" , - წერს ტიმჩუკი.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების მიუხედავად, სტრატეგიულ ადგილას მდებარე ქალაქ დებალცევოში ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება.