ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრი და სერგეი ლავროვი საქართველოში ნატო-ს გეგმებზე ისაუბრებენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მინისტრი და სერგეი ლავროვი საქართველოში ნატო-ს გეგმებზე ისაუბრებენ

მოსკოვში, დღეს რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება. ამ მიზნით რუსეთში ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავიდ სანაკოევი უკვე ჩავიდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, სანაკოევი რუსეთის პირველ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრას გეგმავს, რა დროსაც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ასევე, იგეგმება თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ შეთანხმების დოკუმენტზე მსჯელობაც.

"ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის განვითარებას, მზადდება დაახლოებით 25 შეთანხმება და ხელშეკრულება, მათ შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმება, რომელიც თანამშრომლობის ახალ ასპექტებს მოიცავს თავდაცვის, უსაფრთხოების, სოციალურ და სხვა სფეროებში", - წერია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ამასთან, როგორც ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ის რუს კოლეგასთან შეხვედრისას საქართველოში ნატო-ს გეგმების შესახებაც ისაუბრებს.