რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მიუხედავად მინსკის შეთანხმების გაფორმებისა, გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
"რაც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, ეს გასაგები და პროგნოზირებადი იყო", - განაცხადა კრემლის ლიდერმა. მისივე თქმით, დონბასში ბრძოლა მნიშვნელოვნად შესუსტდა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობა არ შეუშლის ხელს სამხედროებს იარაღის დაყრაში.