ირაკლი ალასანია - ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ

ირაკლი ალასანია - ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ

ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ, -  ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ განცხადებას.

"ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ", - აღნიშნა  ალასანიამ.

კითხვაზე - შეხვდა თუ არა ირაკლი ალასანია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას და მართავს თუ არა კონსულტაციებს "ნაციონალურ მოძრაობასთან", "თავისუფალი დემოკარტების" ლიდერმა აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი პოლიტიკური კონსულტაციები არ არსებობს.

"ჩვენ დამოუკიდებლად ვაპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. 

ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ჩვენ მიერ დაწყებული სამხედრო წარმოება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" გუშინ განაცხადა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" შესაძლო პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სააკაშვილმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და განმარტა, რომ "ამაზე არ ფიქრობს".