მიხეილ სააკაშვილი - ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ჩვენს მიერ დაწყებული სამხედრო წარმოება

მიხეილ სააკაშვილი - ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ჩვენს მიერ დაწყებული სამხედრო წარმოება

ირაკლი ალასანიამ შეაჩერა ჩვენს მიერ დაწყებული სამხედრო წარმოება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" შესაძლო პოლიტიკური თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სააკაშვილმა აღნიშნული არ დაადასტურა და განმარტა, რომ "ამაზე არ ფიქრობს". 

"რაც შეეხება ალასანიას. ალასანია იყო ჩვენი ელჩი. იქ ერთი-ორჯერ, განსაკუთრებით ბოლოს, ომის შემდეგ, რაღაც ისე კარგად არ მოიქცა, იმიტომ, რომ სხვადასხვა ინფორმაცია იყო, მათ შორის დაახლოებით იგივეს ამბობდა, რასაც "ოცნება" ამბობდა ომის დაწყებასთან დაკავშირებით. რაც იყო იყო. მერე მოხვდა ამათთან და ფაქტია, რომ ადამიანი, ვისაც უნდა ჰქონოდა მართლაც დასავლური ფასეულობები, აღმოჩნდა სრულიად საწინააღმდეგო ბანაკში და ბოლომდე, მთელი გზნებარებით აკეთა ის, რასაც ისინი აკეთებდნენ. მისი შეხედულებები ჩემთვის სულერთია, მაგრამ მე რაც მწყინს არის ის, რომ სამხედრო წარმოება, რომელიც მე შვილობილად მიმაჩნდა, შეაჩერა. ბებიაჩემი მზია იმ დროს არ ხელმძღვანელობდა სამხედრო წარმოებას, ამიტომ ყველამ რაღაცაზე უნდა აგოს პასუხი", - განაცხადა სააკაშვილმა.