მიხეილ სააკაშვილი - ეკა ზღულაძე უკრაინაში ბრენდი გახდა

მიხეილ სააკაშვილი - ეკა ზღულაძე უკრაინაში ბრენდი გახდა

ეკა ზღულაძე აქ ბრენდი გახდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ყოფილმა პირველმა პირმა უკრაინის ხელისუფლებაში, მაღალ თანამდებობებზე დანიშნული ქართველების საქმიანობის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მათ თავმოსაყრელად ყველაფერი გააკეთა. 

"ანტიკორუფციული პაკეტი მთლიანად მოამზადეს ჩვენმა სპეციალისტებმა. პირველი დღიდან ჩამოიყვანეს ჩვენი ჯგუფი, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, დათო საყვარელიძე, გიორგი ვაშაძე, დათო კიზირია, დათო ჩანტლაძე, გიზო უგლავა. მათ დაწერეს მთელი პაკეტი. თან უკრაინელები მთელ ევროპაში აგროვებდნენ ამ ხალხს, რადგან ზოგიერთი მათგანი წასული იყო საქართველოდან. კერძო თვითმფრინავები გაუგზავნეს და ჩამოიყვანეს, რადგან ძალიან ეჩქარებოდათ და უნდოდათ ქართველების ჩამოყვანა. ახლა დათო საყვარელიძე მივიდა პროკურატურაში და ალბათ, გიზო უგლავაც მივა პროკურატურაში. სანდრო კვიტაშვილი არის ჯანდაცვაში, ეკა ზღულაძე კი არის სუპერ ვარსკვლავი უკრაინაში – წარმოუდგენლად პოპულარულია. ეკამ ძალიან სერიოზულად მოკიდა ხელი პატრულის რეფორმას და კიევში ეს იწყება. ეკას ამ მიმართულებით აქვს სრული მანდატი და უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი მხარდაჭერა – უკრაინელი ჟურნალისტები ხელზე ატარებენ, ეკა ზღულაძე აქ ბრენდი გახდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.