ვიცე სპიკერის საკითხი ლიკანში, უმრაველსობისა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე გადაწყდა

ვიცე სპიკერის საკითხი ლიკანში, უმრაველსობისა და მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე გადაწყდა

ჩვენთვის თანამდებობა არასდროს იყო განსაკუთრებული ცხოვრებისეული ჯილდო და ამიტომაც არც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ გადაწყვეტილებას - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა გუბაზ სანიკიძის შესაძლო ვიცე სპიკერობასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, გუბაზ სანიკიძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი.

"ზედმეტი აჟიოტაჟია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გასაგები იქნებოდა ქვეყანაში სხვა პრობლემები რომ იყოს მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს "ბრძნული გადაწყვეტილება" შეთანხმებულ იქნა ლიკანში უმრავლესობისა და მთელი მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის დროს. ძალიან ვწუხვარ, რომ სხვა არაფერი ამაზე მნიშვნლეოვანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა არ მუშაობს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ლარის პრობლემა, როგორ უნდა მოგვარდეს ქვეყანაში უფუნქციო მთავრობის, უფუნქციო ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემა.

"თანამდებობები ჩვენთვის არასდროს არ იყო განსაკუთრებული ცხოვრებისეული ჯილდო და ამიტომაც არც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, პარლამენტის ვიცე სპიკერი გუბაზ სანიკიძე გახდეს.

საუბარია ვიცე სპიკერის იმ ადგილზე, რომელიც უმრავლესობის კვოტით ოპოზიციაში გადასული "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს უკავია.

ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობიდან გაწვევის საკითხი უმრავლესობის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ერთ-ერთ ბოლოს სხდომაზე დაისვა საკითხი სპიკერატში ადგილის "ეროვნული ფორუმისათვის" შეთავაზების შესახებ. პარლამენტში იმასაც ამბობნ, რომ ვიცე სპიკერის პოსტს თავად "ეროვნული ფორუმი" ითხოვს.