არავინ დააკმაყოფილა ივანიშვილის გუნდის უკანონო მოთხოვნა და რაღა უკრაინას ეცნენ

არავინ დააკმაყოფილა ივანიშვილის გუნდის უკანონო მოთხოვნა და რაღა უკრაინას ეცნენ

არავინ დააკმაყოფილა ივანიშვილის გუნდის უკანონო მოთხოვნა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით და რაღა უკრაინას ეცნენ კიდევ ერთხელ , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

იგი გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

"არ ვიცი ამას რა დავარქვა, ბოდვამდე მისული არაკომპეტენტურობა თუ რაღაც მიზანმიმართული მცდელობა, რომ უკრაინასთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობა გაუფუჭდეს, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო, რუსეთის გარდა, უარს აცხადებს სამართლებრივი არგუმენტებით დაეთანხმოს ჩვენი ხელისუფლების პოზიციას. მიხეილ სააკაშვილი და სხვა პოლიტიკური ნიშნით დევნილები მოღვაწეობენ არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში და არავინ დააკმაყოფილა ივანიშვილის გუნდის უკანონო მოთხოვნა პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ზოგან ეს მოხდა სასამართლოს გზით და მკაფიო ჩანაწერით, რომ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი, რომ მტკიცებულებები არ არის საქმეში, მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში. სხვაგან საერთოდ იგნორირება გაუკეთეს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას და რაღა უკრაინას ეცნენ კიდევ ერთხელ?!", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც მან მიმართა უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მიიღო.