"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აბაშიძე-კარასინის დიალოგს ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს.
ბოკერია ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა თებერვლის ბოლოს ჩაინიშნა. ბოკერიას თქმით, ზოგადად, დიპლომატიური დიალოგი ზოგჯერ მტრულ სახელმწიფოსთანაც კი საჭიროა.
"თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ დიალოგი იქნა გამოყებული ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, იმ ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, თითქოს რაღაც პროგრესს აქვს ადგილი, როცა რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას და ეს ყველაფერი დიალოგის ლამაზ საფარქვეშ ხდება. ამიტომ ეს ინფორმაცია არის საზიანო და აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენი ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით, რატომ უნდა მოხდეს ეს შეხვედრა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.