ლადო ჭანტურია:   ნინო გვენეტაძე არის გამორჩეულად კარგი იურისტი, პრინციპული და სამართლიანი

ლადო ჭანტურია: ნინო გვენეტაძე არის გამორჩეულად კარგი იურისტი, პრინციპული და სამართლიანი

საქართველოს ელჩი გერმანიაში, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ლადო ჭანტურია პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის დასახელებას მიესალმება.

როგორც ლადო ჭანტურიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მას ნინო გვენეტაძეზე მხოლოდ დადებითის თქმა შეუძლია.

"ნინო გვენეტაძე არის გამორჩეულად კარგი იურისტი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე, ძალიან პრინციპული, სამართლიანი და კანონის უზადოდ მცოდნე. ასე, რომ ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ის ძალიან კარგი კანდიდატურაა. ნინო იყო ყოველთვის გამორჩეულად კარგი მოსამართლე, პრინციპული და სწორედ ამ თვისებების გამო ვახასიათებ მე მას მხოლოდ და მხოლოდ დადებითად. ვფიქრობ, რომ ეს კარგი არჩევანია", - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დღეს წარადგინა.