რუსეთსა და

რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის ხელშეკრულების გაფორმება ქართული მხარის ეჭვს გაფანტავს

ქართული მხარის ეჭვს გაფანტავს რუსეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება სამუდამოდ გაფანტავს ქართული მხარის ეჭვს, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის ანექსია სურს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების გაფორმებას მოსკოვი და ცხინვალი ხვალ გეგმავენ. ე.წ სამხრეთ ოსეთის მხრიდან მას ხელს მოაწერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით სანაკოევი, რომელიც 17-19 თებერვალს მოსკოვში სხვადასხვა შეხვედრებს გამართავს.

იგეგმება ასევე მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ შეთანხმების დოკუმენტზე მსჯელობაც, რომლის გაფორმებასაც რუსეთი და ე.წ სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში აპირებენ.