აღმოსავლეთ უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში მოქმედი "ბოევიკები" აცხადებენ, რომ მათ უკვე დაიწყეს კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა, იგორ პლოტნიცკიმ განაცხადა.
"მე გუშინ საღამოს საბრძოლო მოქმედებების ადგილას ვიყავი და ვნახე, რომ ჩვენი ტანკები და არტილერია კონფლიქტის ზონას ტოვებენ. ჩვენ გუშინ დავიწყეთ მინკსში მიღწეული შეთანხმების ამ პირობის შესრულება", - განაცხადა პლოტნიცკიმ.
რაც შეეხება უკრაინულ არმიას, ისინი აცხადებენ, რომ სამხედრო ტექნიკას კონფლიქტის ზონიდან მანამ არ გაიყვანენ, ვიდრე "ბოევიკები" ცეცხლს არ შეწყვეტენ.