"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნინო გვენეტაძე ვერ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც იქნა გაცხადებული პრეზიდენტის მიერ.
"ის ცალსახად აფილირებულია "რესპუბლიკურ პარტიასთან", ასევე წარმოადგენდა შევარდნაძის დროინდელ სასამართლოს, რომელშიც კორუფცია იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. გარდა ამისა, არის დამატებითი ფაქტორები, რომელიც ჩვენთვის არის საყურადღებო. ერთი, თუ ვის მიერ იქნა ამ კანდიდატურის წარდგენა - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები". ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ ისინი არიან ღარიბაშვილის მიერ მართულნი. მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს ადამიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც შეადგინა ე.წ. პოლიტპატიმრების სია და საქმეების განხილვის გარეშე ციხიდან გამოუშვა ჯაშუშები და მოძალადეობრივი ჯგუფები", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.