ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა სამი შეთანხმებული კრიტერიუმი დაარღვია

ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა სამი შეთანხმებული კრიტერიუმი დაარღვია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა სამი შეთანხმებული კრიტერიუმი დაარღვია.

ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია, რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არც ერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა - არ აკმაყოფილებს, რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი. მეორე, ის არის აფილირებული "რესპუბლიკურ პარტიასთან" და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში. ასევე, მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორის ინსტიტუტებით", - განაცხადა რატიანმა.

აღნიშნულ კონტექსტში, დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ნინო გვენეტაძის კანდიდატურად მხარს არ დაუჭერს.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა. ნინო გვენეტაძე, რამდენიმე მოსამართლესთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოდან დაითხოვეს.