საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გედევან ფოფხაძის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატურის პიროვნული და პროფესიული შეფასება ჯერ ნაადრევია.
როგორც გედევან ფოფხაძე აცხადებს, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უმრავლესობაში შიდა კონსულტაციების გამართვა და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება.
"პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო. უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონკრეტული კანდიდატურა შემოგვთავაზა. მიმაჩნია, ჯერ კანდიდატურის პიროვნულ თვისებებზე საუბარი სწორი არ იქნება. უპრიანია ვიმსჯელოთ უმრავლესობის შიგნით და შევჯერდეთ ერთიან პოზიციაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია უმრავლესობას ჰქონდეს ერთიანი პოზიცია - მხარდაჭერის ან არმხარდაჭერის, მაგრამ პოზიცია ერთიანი უნდა იყოს. არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო და წინასწარ შევაფასო პიროვნულ თუ პროფესიულ დონეზე პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია უმრავლესობამ შიდა კონსულტაციები გამართოს და ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა შესთავაზა.