ნინო გვენტაძის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობაში კონსტულტაციები გაიმართება

ნინო გვენტაძის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობაში კონსტულტაციები გაიმართება

დაუჭერს თუ არა მხარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძეს უმრავლესობა, ეს მმართველ გუნდში შიდა კონსულტაციების საგანი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.

ბესელიას თქმით, პირადად მას ნინო გვენეტაძის პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ცალკეული განწყობები და მოსაზრებები საკმარისი არ არის. ბესელია ამბობს, რომ საჭიროა კონსესუსი.

"პირადად მე, ნინო გვენეტაძის და მისი სამოსამართლეო საქმიანობას ვიცნობ. ვიცი ის პერიოდი, როცა ნინო გვენეტაძე და კიდევ რამდენიმე მოსამართლე უკანონო დევნის მსხვერპლი გახდნენ. მის პრინციპულობასაც ვიცნობ, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება პერსონალური განწყობების დონეზე ვერ მიიღება. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ უმრავლესობის შიგნით კონსულტაციების შედეგად. საჭიროა კონსენსუსი", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დღეს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.