უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილი ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ პარლამენტი კენჭისყრის დროს თვითონ გადაწყვეტს რამდენად შეესაბამება ის დასახელებულ პოზიციას.
გვენეტაძის განცხადებით, წინასწარ ვერ იტყვის რამდენად ერთიანი იქნება პარლამენტი მისი მხარდაჭერის საკითხში.
"მაგრამ ის კრიტერიუმები, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს სჭირდებოდა, ვფიქრობ, გარკვეული პროცენტით დავაკმაყოფილე. ამიტომ პარლამენტი კენჭისყრის დროს თვითონ გადაწყვეტს, რამდენად შევესაბამები მე დასახელებულ პოზიციას გარკვეულწილად, რადგან ამ შემოთავაზებას დავთანხმდი, იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.