ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს

ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა 

გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენისას განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება შეუქცევადი ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში.

"ჩვენ შევარჩიეთ ადამიანი, რომელსაც პარტიული კუთხითაც კი ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გააჩნია. ადამიანი, რომელიც იყო ოპოზიციური პარტიის წევრი მაშინ, როდესაც "რესპუბლიკური პარტია" იყო ოპოზიციაში, ხოლო 2012 წლის ნოემბერში, როცა "რესპუბლიკური პარტია" კოალიციის სხვა პარტიებთან ერთად მოვიდა ხელისუფლებაში, მან შეაჩერა თავისი წევრობა ამ პარტიაში. ვფიქრობ, ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ადამიანის ბიოგრაფიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ შერჩეული ადამიანი არის სიმბოლო პრინციპულობის, გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა სასამართლო სისტემის, გააჩნია ყველა იურიდიული კვალიფიკაცია. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი იქნება შეუქცევადი ნაბიჯი სასამართლოს დამოუკიდებლობის საქმეში", - აღნიშნა პრეზიდენტმა.